"ჰამასი" ორი მძევლის დაღუპვის თაობაზე იუწყება
15/01/2024 19:18:11 მსოფლიო
"ჰამასი" ორი მძევლის დაღუპვის თაობაზე იუწყება.
დაჯგუფება ირწმუნება, რომ 53 წლის და 38 კაცები ისრაელის დაბომბვას ემსხვერპლნენ.
ისრაელი აცხადებს, რომ "ჰამასის" ტყვეობაში ისრაელის 132 მოქალაქე რჩება.
7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 000 ადამიანი დაიღუპა.


