Accentnews.ge
რუსულ ვორონეჟში აფეთქებების შესახებ იუწყებიან, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

რუსულ ვორონეჟში აფეთქებების შესახებ იუწყებიან, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

16/01/2024 05:56:48 მსოფლიო

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედროებმა დრონებით შეტევა მოიგერიეს.

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის თქმით, გასულ ღამით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა დააზიანა რამდენიმე სახლი, დაშავდა მოზარდი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. სახლების დაზიანების და ხანძრების შესახებ იუწყებოდნენ რუსული ტელეგრამ-არხები Baza და Mash.

ვორონეჟში „საგანგებო სიტუაციის რეჟიმი“ გამოაცხადეს. ქალაქის მერმა ვადიმ კსტენინმა მიზეზად დაასახელა ზარალის სწრაფად აღწერის და გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების აუცილებლობა.

დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვორონეჟის ოლქის თავზე ჩამოაგდეს 3 „უკრაინული“ უპილოტო საფრენი აპარატი და „კიევის რეჟიმის“ მხრიდან „ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს“.

უკრაინას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S