Accentnews.ge
რიჩარდ ნეფიუ: ერევანში ვიზიტის ფარგლებში შედეგიანი დისკუსიები მქონდა სომეხ პარტნიორებთან, რათა ახალი იმპულსი მიეცეს შემდგომ თანამშრომლობას

რიჩარდ ნეფიუ: ერევანში ვიზიტის ფარგლებში შედეგიანი დისკუსიები მქონდა სომეხ პარტნიორებთან, რათა ახალი იმპულსი მიეცეს შემდგომ თანამშრომლობას

16/01/2024 05:43:18 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფიუ მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას, მის უწყვეტობას კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკა და რეფორმების დღის წესრიგის ხელშეწყობა სომხეთის მთავრობის პრიორიტეტია და აღმასრულებელი ხელისუფლება თანმიმდევრულად მკიიწევს წინ ანტიკორუფციული მექანიზმების განვითარებისა და ინსტიტუტების ეფექტურობის გაზრდისკენ. ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორ სახელმწიფოებთან პროგრამების შემდგომ განხორციელებას, აქტიურ თანამშრომლობას, გამოცდილების გაცვლასა და შესაძლებლობების განვითარებას.

რიჩარდ ნეფიუმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს სომხეთის მთავრობის მხარდაჭერას დემოკრატიის განმტკიცებაში, მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების ეფექტურად განხორციელებასა და კორუფციასთან ბრძოლაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აცხადებს, რომ აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთის მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. რიჩარდ ნეფიუმ დასძინა, რომ ერევანში ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა შედეგიანი დისკუსიები სომეხ პარტნიორებთან, რათა ახალი იმპულსი მისცეს შემდგომ თანამშრომლობას.

მედიის ცნობით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო დიგიტალიზაციის პროცესს, ასევე სხვა მიმართულებით ერთობლივი პროგრამების განხორციელებას.

შეგახსენებთ, რომ 15–18 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფიუ საქართველოსა და სომხეთში შეხვედრებს მართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S