თურქეთში ავარიას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავდა
16/01/2024 07:16:23 მსოფლიო
თურქეთში, მერსინი-ანტალიის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 30 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მერსინი-ანტალიის ავტომაგისტრალზე საქალაქთაშორისო ავტობუსი, რომელიც მარმარისიდან მარდინისკენ მიდიოდა, გზატკეცილზე ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა.
შემთხვევის გამო ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.


