Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: მტრის შეტევა განსაკუთრებით ინტენსიური სევერსკისა და სლობოჟანსკის მიმართულებითაა

უკრაინის გენშტაბი: მტრის შეტევა განსაკუთრებით ინტენსიური სევერსკისა და სლობოჟანსკის მიმართულებითაა

16/01/2024 07:22:27 მსოფლიო

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 94 შეტაკება მოხდა.

უკრაინის სარდლობის თანახმად, მტრის შეტევა განსაკუთრებით ინტენსიური სევერსკისა და სლობოჟანსკის მიმართულებითაა, სადაც რუსული ჯარი უკრაინის პოზიციების დაკავებას "უშედეგოდ ცდილობს".

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ამ დროისათვის საბრძოლო მოქმედებების არეალი ფრონტის ხაზის 1 000–კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა 1 100-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს და ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგებმა 372 000-ს ჯარისკაცს მიაღწია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S