"ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ის მოიგებს ომს" – ამერიკელი გენერალი კიევის საჭიროებაზე საუბრობს
16/01/2024 08:49:09 მსოფლიო
ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯსის შეფასებით, ყირიმი უკრაინის ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი კონტროლი გადაწყვეტს ომის საკითხს.
„ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ჩემი აზრით, ის მოიგებს ამ ომს. არა მგონია, უახლოეს მომავალში მოხდეს სახმელეთო შეტევითი ოპერაცია ნახევარკუნძულზე, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს უკვე მოძველებული აზროვნების გზაა. ვგულისხმობ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსული ჯარისკაცებისთვის“, - თქვა ჰოჯესმა Sestry-თან ინტერვიუში.
მან მორიგ ჯერზე აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. მეორე კომპონენტად მან ყირიმის იზოლაცია დაასახელა, კერძოდ, ორი ძირითადი მარშრუტის გადაჭრა:
- ერთია უკანონოდ აშენებული ქერჩის ხიდი;
- მეორე – ე.წ. სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროს გასწვრივ მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე.
"ვფიქრობ, შესაძლებელია ორივე მარშრუტის მოჭრა შორ მანძილზე ზუსტი სროლით“, - დასძინა ჰოჯესმა.


