პენტაგონი: ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს და მოვალეობებს დისტანციურად შეასრულებს
16/01/2024 09:00:43 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს.
როგორც პენტაგონის პრესსამსახური იტყობინება, მინისტრი მკურნალობას გარკვეული დროით შინ განაგრძობს და ექიმების რეკომენდაციით, მოვალეობას დისტანციურად შეასრულებს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მას აქვს სრული წვდომა საჭირო უსაფრთხო კომუნიკაციებზე.
ექიმების თქმით, ოსტინის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, მას ჩაუტარდა არაერთი სამედიცინო გამოკვლევა და მიიღო არაოპერაციული დახმარება.
როგორც იუწყებიან, ოსტინის პროსტატის კიბო ადრეულ სტატიაზე განიკურნა ეფექტურად და პროგნოზი "შესანიშნავია". ის არ გეგმავს კიბოს შემდგომ მკურნალობას, გარდა რეგულარული მონიტორინგისა,– განაცხადეს მინისტრის მკურნალმა ექიმებმა.
თავის ლოიდ ოსტინმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის ცდილობს, სრულად გამოჯანმრთელდეს და რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს პენტაგონში.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი 1 იანვარს გადაიყვანეს ჰოსპიტალში საშარდე გზების ინფექციით დეკემბრის ქირურგიული პროცედურის შემდეგ, – განაცხადა 9 იანვარს უოლტერ რიდის ეროვნულმა სამხედრო სამედიცინო ცენტრმა.
პენტაგონი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ 1 იანვარს მინისტრის ჰოსპიტალიზაციის შესახებ დაუყოვნებლივ არ აცნობა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და საზოგადოებას.
ამასთან, თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენი არ აპირებს ოსტინის გათავისუფლებას, რის გამოც მას მხარი არაერთმა რესპუბლიკელმა დაუჭირა.


