უკრაინის პრეზიდენტმა დავოსში ვიზიტი NATO–ს გენმდივანთან შეხვედრით დაიწყო
16/01/2024 09:05:14 მსოფლიო
დავოსში ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს.
საუბარი შეეხო უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას, ნატოს ვაშინგტონის სამიტისთვის მზადებასა და პარტნიორებთან მუშაობას უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებზე, რომელიც გასულ ზაფხულს G7-ის ფარგლებში გაფორმდა და ძალაში იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე.
ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის.
დავოსში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც. ცნობილია, რომ ეკონომიკურ ფორუმში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას.


