Accentnews.ge
კულება: ლავროვისთვის ცხვირში დარტყმა მსურდა

კულება: ლავროვისთვის ცხვირში დარტყმა მსურდა

16/01/2024 10:11:23 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ომის დაწყების საწყის ეტაპზე, მოლაპარკაბების დროს, მას არაერთხელ გასჩენია სურვილი, რომ სერგეი ლავროვისთვის სახეში ეთავაზა.

"ყველაზე რთული მოლაპარკება ისაა, როცა უბრალოდ გრძნობ, რომ უნდა წამოდგე და მოპირდაპირე მხარეს მჯდომს ცხვირში დაარტყა, მაგრამ ამას გაკეთება არ შეგიძლია," – თქვა კულებამ იუთუბ–არხ "ბომბარდირთან" ინტერვიუში.

მან გაიხსენა, რომ მსგავსი სურვილი მას 2022 წელს თურქეთში რუსებთან გამართულ მოლაპარკებებზე გაუჩნდა, რომელზეც დელეგაციას ლავროვი ხელმძღვანელობდა.

დმიტრო კულებამ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში გამართული მოლაპარკებები, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას ეხებოდა, უშედეგოდ დასრულდა და მას შემდეგ მხარეებს შორის კონტაქტი არ ყოფილა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S