
ფაშინიანი აზერბაიჯანს შეიარაღებაზე ერთობლივ კონტროლს სთავაზობს
16/01/2024 10:23:01 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს „შეიარაღების კონტროლის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. მან წინადადება მმართველი პარტიის საინიციატივო ჯგუფის სხდომაზე გააჟღერა.
ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს სთავაზობს ორი ქვეყნის სასაზღვრო ზოლიდან სამხედრო შენაერთების ერთდროულად და თანაბრად გაყვანასა და სასაზღვრო რაიონების დემილიტარიზაციას, თუმცა, მისივე თქმით, ბაქო უარზეა.
„მე შემიძლია, სხვა შეთავაზება გავაკეთო. მოდით, გავაფორმოთ შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმება, რათა სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეიარაღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიონ და ჰქონდეთ საშუალება, მისი შესრულება აკონტროლონ”, – განაცხადა ფაშინიანმა.