
დასავლეთ საქართველოში უამინდობას პროგნოზირებენ
16/01/2024 11:40:24 რეგიონები, საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, გზებზე კი ლიპყინული.
მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.