IDF ლიბანში "ჰესბოლას" ათობით ობიექტის დაბომბვის შესახებ იუწყება
16/01/2024 12:35:05 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე, ვადი სალუკის რაიონში „ჰეზბოლას“ ობიექტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო დაბომბვის დიდი ტალღა განახორციელა.
თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა და საარტილერიო დანაყოფებმა „ჰეზბოლას“ ათობით ობიექტს დაარტყეს, მათ შორის სადამკვირვებლო პუნქტებს, სამხედრო შენობებსა და სხვა ინფრასტრუქტურას.
ისრაელი ირწმუნება, რომ „ჰეზბოლა“ ვადი სალუკის ტერიტორიას ტერორისტული მიზნებისთვის იყენებს და ტყის ზონაში ათობით პოზიცია აქვს დამალული.


