Accentnews.ge
ესტონეთში რუსი პროფესორი დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით

ესტონეთში რუსი პროფესორი დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით

16/01/2024 13:31:45 მსოფლიო

ესტონეთში ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ მოროზოვი დააკავეს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

ესტონეთის ხელისუფლება გამოძიების ინტერესების მოტივით არ ასაჯაროებს მოროზოვის წინააღმდეგ აღძრული საქმის დეტალებს.

"ეს საქმე აქამდე არსებულ რამდენიმე ათეულ შემთხვევასთან ერთად აჩვენებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურების სურვილს, შეაღწიონ ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამეცნიერო დარგში". - თქვა ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მარგოტ პალოსონმა.

ტარტუს უნივერსიტეტმა უკვე განაცხადა მოროზოვთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

როგორც ირკვევა, ვიაჩესლავ მოროზოვი პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლამდე მუშაობდა, რის შემდეგაც იგი ტარტუში გადავიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S