აშშ-ის საზღვაო ძალების ორი სპეცრაზმელი დაიკარგა ირანულ რაკეტებთან დაკავშირებული საიდუმლო მისიის დროს
16/01/2024 13:47:05 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომალის სანაპიროსთან აშშ-ის საზღვაო ძალების ორი სპეცრაზმელი დაიკარგა.
როგორც იუწყებიან, ისინი 11 იანვარს გაუჩინარდნენ, როდესაც ცდილობდნენ დროშის გარეშე მცურაბ ხომალდზე ასვლას, რომელსაც, ამერიკული მხარის ცნობით, ირანიდან რეგიონში საშუალო დისტანციაზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გადაჰქონდა:
„მიუხედავად იმისა, რომ იარაღი სავარაუდოდ, იემენისთვის იყო გამიზნული, ცნობილი იყო, რომ ის კონტრაბანდულად გადაჰქონდათ სომალიში".
ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი სპეცრაზმელი ძლიერმა ტალღამ გაიტაცა და მეორე ზღვაში მის გადასარჩენად გადახტა. თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევა, დიდი ალბათობით, ადენის ყურეში მოხდა, სადაც წყალი თბილია, შესაბამისად სპეცრაზმელების მთავარი სირთულე წყალში არა ჰიპოთერმია, არამედ გადაღლა იქნებოდა.
დაკარგულთა ძებნაში გემები, დრონები და ვერტმფრენები ჩართეს.


