Accentnews.ge
კიშინიოვი: რუსები მასობრივად ითხოვენ მოლდოვის მოქალაქეობას, ხელისუფლება ვერ უმკლავდება მკვეთრ ზრდას

კიშინიოვი: რუსები მასობრივად ითხოვენ მოლდოვის მოქალაქეობას, ხელისუფლება ვერ უმკლავდება მკვეთრ ზრდას

16/01/2024 14:57:18 მსოფლიო

მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ უჭირთ, გაუმკლავდნენ რუსების მხრიდან მოქალაქეობის მოთხოვნის რაოდენობის მკვეთრ ზრდას. იუწყება Reuters.

„გეოპოლიტიკურმა ვითარებამ რეგიონში, რომელიც შეიქმნა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომით, გამოიწვია მოლდოვის მოქალაქეობის მიღების მსურველთა რიცხვის ზრდა“, - ნათქვამია ქვეყნის მიგრაციის სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, განმცხადებელთა 70% რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, 20% – უკრაინის. თუმცა უწყებას კონკრეტული ციფრები არ წარმოუდგენია.

„მოლდოვის მოქალაქეობის მოთხოვნის რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, სააგენტო სთხოვს მთავრობას, განაცხადების განხილვის ვადა ექვს თვემდე გაახანგრძლივოს არსებული 20 დღის ნაცვლად“, - აცხადებენ უწყებაში.

მანამდე მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ცდილობს, დაიცვას თავი რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის რისკებისგან, მაგრამ საფრთხეები რჩება.

მან თქა, რომ დესტაბილიზაციის მცდელობას წინასაარჩევნო პერიოდში ელოდება. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S