Accentnews.ge
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება

16/01/2024 17:14:52 მსოფლიო

უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში გადაცხადა.

“ვფიქრობ, ეს კვირების საკითხია. დადებითი სიგნალები მაქვს, რომ ევროპა მხარს გვიჭერს, სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ დახმარების საკითხი მოგვარდება კონგრესში. სხვაგვარად შეუძლებელია”, - განაცხადა ზელენსკიმ თემის კომენტირებისას.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ამ მხრივ ბევრი სხვადასხვა დისკუსია, დიალოგი და შეხვედრა გამართა.

“ვფიქრობ, რომ ტყუილად არ ვკარგავთ ჩვენთვის ასე ძვირფას დროს",– თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის წინადადებებსა და მათთვის მიცემულ დაპირებებს უფრო სწრაფად ასრულებს, ვიდრე ეს ომამდე ხდებოდა:

"უკრაინამ ომის დროს აჩვენა, რომ შეუძლია, იყოს ძლიერი და სახელმწიფოს რეფორმირება განახორციელოს”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S