Accentnews.ge
პოლონეთის მთავრობამ გადამზიდავები დაიყოლია, უკრაინის საზღვრის ბლოკადა დაასრულონ

პოლონეთის მთავრობამ გადამზიდავები დაიყოლია, უკრაინის საზღვრის ბლოკადა დაასრულონ

16/01/2024 17:26:47 მსოფლიო

პოლონეთის მთავრობასთან შეთანხმების მიხედვით, გადამზიდავები უკრაინის საზღვარზე სამი საგუშაგოს ბლოკირებას 1 მარტამდე დაასრულებენ. ამის შესახებ პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა დარიუშ კლიმჩაკმა განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება არ ნიშნავს დიალოგის დასრულებას, არამედ "ინტენსიურ მოლაპარაკებებს."

"ეს პროტესტი ინტერდისციპლინურია. ის გავლენას ახდენს საერთაშორისო პოლიტიკისა და საშინაო პოლიტიკის ბევრ სფეროზე. საკითხების სირთულემ განაპირობა მოლაპარაკებებისა და მუშაობის ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. პროტესტი 1 მარტამდე შეწყდება," - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ დაიწყება კონსტრუქციული მოლაპარაკებები, რომლებიც, სავარაუდოდ, კონკრეტულ შედეგებს მოიტანს.

.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S