რუსეთის საგარეო ტყუილში ამხილეს: უწყებამ სამხედროს ხელი ზელენსკის ხელად წარმოაჩინა
16/01/2024 20:13:59 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა გვერდმა X-ში (ყოფილი Twitter) გამოაქვეყნა ორი ფოტო, რომელიც გადაღებულია ვოლოდიმირ ზელენსკის და ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის რიში სუნაკის უკრაინელ სამხედროებთან შეხვედრის დროს.
ყველა კადრი ავთენტურია. თუმცა, თავის პუბლიკაციაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთ ფოტოზე გამოკვეთა ზელენსკის ხელი სუნაკის მხარზე და დაუკავშირა ეს მონახაზი სამხედრო კაცის ტატუირებულ ხელს, რომელიც მეორე ფოტოზე სუნაკს მხარზე ხვევს ხელს. ამგვარად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხედროს ხელის ზელენსკის ხელად წარმოაჩინა.
ჯარისკაცის ხელზე რამდენიმე ტატუ ჩანს, ერთ-ერთი მათგანია „ღმერთი არ არის“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლაჟს ახლდა წარწერა:

"სურათი ათას სიტყვად ღირს: "ღმერთი არ არის" - ამბობს ტატუ. მართლაც, კიევის ბოროტი რეჟიმისთვის, ნეო-ნაცისტებისთვის და მათი დასავლელი სპონსორებისთვის არაფერია წმინდა. აქედან გამომდინარეობს პიარ ტრიუკები, მართლმადიდებელთა დევნა, ჟურნალისტების მკვლელობა და ა.შ.
"ბიჭებო, ხელები ასე არ მუშაობს", - გამოეხმაურა "ფალბ" ცნობ ას Bellingcat-ის დამფუძნებელმა ელიოტ ჰიგინსი.


