
პოლონეთში 3 ქართველი ქურდობის ბრალდებით დააკავეს
16/01/2024 20:38:08 სამართალი
პოლონეთში თავის მოვლის საშუალებების ქურდობის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს.
პოლონური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიებსა და აფთიაქებს ძარცვავდნენ.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს 34 წლის მოქალაქე ერთ-ერთ აფთიაქში ქურდობის დროს, დაცვის თანამშრომელმა შეამჩნია და დაიჭირა. კაცს ჩხრეკისას მოპარული ნივთები უპოვეს. ღირებულება 2 000 ზლოტზე მეტად ფასდება. იმავე დღეს მისი კიდევ ორი თანამზრახველი, 36 და 38 წლის ქართველები დააკავეს, რომლებმაც ბელსკო-ბიალას ერთ-ერთი აფთიაქიდან დაახლოებით 2 000 ზლოტის ღირებულების კრემები მოიპარეს.
დანაშაული 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვადოვიცის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.