კატარი: ისრაელსა და "ჰამასს" შორის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეთანხმება მიღწეულია
17/01/2024 07:19:28 მსოფლიო
კატარმა განაცხადა, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეულია შეთანხმება ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის შესახებ.
შეთანხმების მიხედვით, მედიკამენტების მიწოდება დასაშვები იქნება ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და "ჰამასის" 100-ზე მეტი მძევლისთვის.
საფრანგეთის დახმარებით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების დამატებითი რაოდენობაც მიეწოდება.
ისრაელის პრემიერის ოფისმა ღამით განაცხადა, რომ კატარის საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი მოსალოდნელია, რომ ხვალ გაფრინდება ეგვიპტეში მედიკამენტებით. წამლები იმ სიის საფუძველზე იყიდეს, რომელიც ისრალემა შეადგინა "ჰამასის" მძევლების საჭიროებების მიხედვით.
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 25 სატვირთო მანქანით დახმარება მიიღეს. მანქანები საკვებით, წყლით, სამედიცინო ნივთებით გაიგზავან რაფაჰის გადასასვლელის გავლით ღაზაში.
"დამატებით, 46 კომერციული სატვირთო მანქანა შევიდა რაფაჰის პუნქტში, გარდა ამისა, ჰუმანიტარული დახმარების 102 სატვირთო მანქანა შევიდა კარემ აბუ სალემის პუნქტის გავლით", - განაცხადა ორგანიზაციამ.


