ირანმა ამჯერად ბირთვული იარაღის მფლობელ ქვეყანაში განახორციელა დარტყმა
17/01/2024 07:43:10 მსოფლიო
პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და სამი დაშავდა.
16 იანვარს ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალებმა დასავლეთ პაკისტანში ბელუჯისტანის ტერორისტული დაჯგუფების "ჯაიშ ალ-ადლის" პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, თუმცა, მალევეგააუქმა განმარტებების გარეშე.
პაკისტანი ირანის ამ განცხადებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მისი საჰაერო სივრცის "არაპროვოცირებული დარღვევა" იყო.
"პაკისტანის სუვერენიტეტის აღნიშნული დარღვევა სრულად მიუღებელია და შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს". - წერია პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
პაკისტანი მესამე ქვეყანაა ერაყისა და სირიის შემდეგ, რომელსაც ირანმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაარტყა. პაკისტანი ატომური იარაღის მფლობელია.


