Accentnews.ge
დუდა: პოლონეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას

დუდა: პოლონეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას

17/01/2024 07:48:29 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 16 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა. შეხვედრის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.

ანდჟეი დუდას თქმით, მან ზელენსკისთან უკრაინის ფრონტზე და საზოგადოებაში მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბრა.

ამასთან, დუდამ პოლონეთის პრემიერ–მინისტრის დონალდ ტუსკის კიევში ვიზიტი დააანონსა.

"მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ჩვენი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით სტაბილური იქნება და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას; ასე რომ მას მშვიდად შეუძლია, დაიწყოს მოლაპარაკებები პრემიერ–მინისტრ დონალდ ტუსკთან კიევში სულ რამდენიმე დღეში" - თქვა დუდამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S