Accentnews.ge
გემზე, რომელსაც ჰუსიტები წითელ ზღვაში დაესხნენ თავს, საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა

გემზე, რომელსაც ჰუსიტები წითელ ზღვაში დაესხნენ თავს, საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა

17/01/2024 09:17:19 მსოფლიო

იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში ბერძნულ გემს დაესხნენ თავს, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებდა, - იუწყება ბერძნული მედია.

გამოცემის ცნობით, თავდასხმის დროს გემზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა. გარდა საქართველოს მოქალაქისა, გემზე იყო უკრაინის 20 და ფილიპინების – სამი მოქალაქე. ყველა მათგანი უვნებელია.

როგორც იუწყებიან, გემი ისრაელისკენ მიემართებოდა. სარაკეტო თავდასხმისას ხომალდი დაზიანდა, თუმცა მან მოძრაობის გაგრძელება შეძლო.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა "ჰამასის" თავდასხმის საპასუხოდ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო ღაზას სექტორში, ჰუსიტების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები გახშირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S