Accentnews.ge
როსტოვის რეგიონში აფეთქებას მასშტაბური ხანძარი მოჰყვა, არიან დაშავებულები

როსტოვის რეგიონში აფეთქებას მასშტაბური ხანძარი მოჰყვა, არიან დაშავებულები

17/01/2024 10:49:44 მსოფლიო

როსტოვის რეგიონში, შახტის პოლიესტერის ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. როგორც ჩანს, ხანძარს წინ აფეთქება უძღოდა. ვიდეომასალა, რომელშიც აფეთქების ხმა ისმის, ტელეგრამ–არხმა "ბაზამ" გამოაქვეყნა.

თვითმხილველებიც ასევე იუწყებიან, რომ ცეცხლის გავრცელებამდე აფეთქების ხმა გაიგეს.

იუწყებიან, რომ დაიწვა საამქრო, რომელიც აწარმოებდა მატრასებისა და ბალიშების შიგთავსს. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა თავის ტელეგრამაში დაწერა, რომ ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. გამოცემა "ბაზა" აცხადებს, რომ დაშავებული ცხრა პირია - სამს დამწვრობა აქვს, ერთს ტვინის შერყევა, დანარჩენებს მოტეხილობები და სხვა დაზიანებები აღენიშნებათ.

გუბერნატორის თქმით, უპილოტო თვითმფრინავის შესაძლო დარტყმის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურებულა. ხანძრის გაჩენის დროს საჰაერო თავდაცვა, სავარაუდოდ, არ მუშაობდა. ოფიციალურ პირებს ჯერ არ უთქვამთ, რამ გამოიწვია ხანძარი და შესაძლო აფეთქება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S