Accentnews.ge
ჩინეთში შობადობა რეკორდულად შემცირდა

ჩინეთში შობადობა რეკორდულად შემცირდა

17/01/2024 11:12:45 მსოფლიო

ჩინეთის მოსახლეობა 2023 წელს კვლავ განაგრძობს კლებას, რასაც სერიოზული გრძელვადიანი შედეგები ექნება ეკონომიკის ზრდის პოტენციალზე. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მოსახლეობის კლების პროცესი დააჩქარა შობადობის რეკორდულად დაბალმა მაჩვენებელმა და COVID-19-ით გარდაცვალების ტალღამ, რომელიც დაიწყო ქვეყანაში მკაცრი კოვიდ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ ჩინეთის მთლიანი მოსახლეობა 2023 წელს 2,08 მილიონით (0,15 პროცენტით) შემცირდა და 1,409 მილიარდს მიაღწია. 2022 წელს მოსახლეობა 850 ათასი ადამიანით შემცირდა - ეს პირველად მოხდა 1961 წლის შემდეგ, როდესაც დასრულდა ჩინეთის დიდი შიმშილობა.

გასული წლის დასაწყისში, მკაცრი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. გასულ წელს დაღუპულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 6,6 პროცენტით და 11,1 მილიონს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელია 1974 წლის შემდეგ, აღნიშნავს Reuters.

2023 წელს შობადობის მაჩვენებელი 5,7 პროცენტით დაეცა და 9,02 მილიონს შეადგენდა. ბავშვზე ზრუნვისა და განათლების მაღალი ხარჯები ბევრ ჩინელ წყვილს არ აძლევს შვილის ყოლის საშუალებას, ხოლო შრომის ბაზარზე გაურკვევლობა ხელს უშლის ქალებს, დროებით შეაჩერონ თავიანთი კარიერა,– წერს Reuters.

გაეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ჩინეთის მოსახლეობა 109 მილიონით შემცირდება, რაც სამჯერ აღემატება 2019 წლის პროგნოზს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S