Accentnews.ge
კულება: 2024 წელს ჩვენი პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა

კულება: 2024 წელს ჩვენი პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა

17/01/2024 12:07:45 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ 2024 წელს კიევის პრიორიტეტი რუსეთის "ციდან ჩამოგდებაა", რაც უკრაინის ცაში რუსეთის მოქმედების მაქსიმალურ შეზღუდვას გულისხმობს.

„2024 წელს, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა, რადგან ის, ვინც ცას აკონტროლებს, განსაზღვრავს როდის და როგორ დასრულდება ომი.

2022 წელს ჩვენ ისინი ხმელეთზე დავამარცხეთ. 2023 წელს ჩვენ ისინი ზღვაში დავამარცხეთ და 2024 წელს ჩვენ მათ ჰაერში დამარცხებაზე ვართ ორიენტირებული“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან პარტნიორებს მოთმინებისა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

როგორც დაანონსებული იყო, უკრაინამ წელს უნდა მიიღოს დასავლური გამანადგურებლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S