Accentnews.ge
გუტერეში:  ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის მხარეები საერთაშორისო სამართალს არღვევენ

გუტერეში:  ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის მხარეები საერთაშორისო სამართალს არღვევენ

17/01/2024 12:30:12 მსოფლიო

ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე მხარეები საერთაშორისო სამართალს არღვევენ, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„მეომარი მხარეები საერთაშორისო სამართლის იგნორირებას ახდენენ, არღვევენ ჟენევის კონვენციებს და გაერო-ს წესდებასაც კი“, - თქვა გუტერეშმა.

მისი თქმით, მსოფლიო თვალს ადევნებს, როგორ იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ძირითადად ქალები და ბავშვები.

მან გაიმეორა თავისი მოწოდება ღაზაში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის და "იმ პროცესის შესახებ, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტით, ისრაელის მოსახლეობასა და პალესტინელებს შორის მდგრად მშვიდობამდე მიგვიყვანს“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კატარი და საფრანგეთი ღაზას სექტორში მედიკამენტების და ჰუმანიტარული დახმარების ერთობლივად მიწოდებაზე შეთანხმდნენ. კატარმა და საფრანგეთმა დახმარების მიწოდების შესახებ შეთანხმებას ისრაელთან და "ჰამასთანაც" მიაღწიეს.

შეთანხმების მიხედვით, გადაუდებელი და აუცილებელი წამლები მიეწოდებათ "ჰამასის" ტყვეობაში მყოფ 45 ისრაელელ მძევალს და ასევე, მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემათ ღაზას სექტორში მყოფ ყველაზე დაუცველ და მოწყვლად მოსახლეობას. როგორც ცნობილია, 45 ისრაელელ ტყვეს რამდენიმე თვის სამყოფი მედიკამენტების ინდივიდუალური შეკვრები გაეგზავნებათ.

კატარის და საფრანგეთის ცნობით, დახმარება 17 იანვარს კატარიდან ეგვიპტეში გაიგზავნება და შემდეგ რაფას დერეფნის გავლით ღაზას სექტორში ჩავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S