Accentnews.ge
NATO–ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი: უკრაინაში ომის შედეგი გადაწყვეტს მსოფლიოს ბედს

NATO–ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი: უკრაინაში ომის შედეგი გადაწყვეტს მსოფლიოს ბედს

17/01/2024 13:38:39 მსოფლიო

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის ყოველ დღეს, რადგან ამ ომის შედეგი განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს, - განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ბრიუსელში 17 იანვარს, კომიტეტის სხდომის გახსნისას. სხდომაზე უკრაინის დახმარების საკითხზე მსჯელობენ.

ბაუერის თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არასოდეს ყოფილა დაკავშირებული რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების რაიმე რეალურ საფრთხესთან, რომელიც მომდინარეობს უკრაინიდან ან ნატოდან.

"ეს ომი გამოწვეულია იმით, რომ რუსეთს ეშინია რაღაც უფრო ბევრად ძლიერის, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური იარაღია დედამიწაზე: ეს არის დემოკრატია. თუ უკრაინაში ადამიანებს შეუძლიათ, ჰქონდეთ დემოკრატიული უფლებები, მაშინ რუსეთშიც მალე მოისურვებენ ამას" - ამბობს ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი.

მისი ქმით, უკრაინელი ხალხი და უკრაინული არმია იცავს დემოკრატიას ისე, როგორც არასდროს უნახავს ეს მსოფლიოს. „ომის სიბნელეში ისინი სინათლის შუქურები არიან, რომლებიც მსოფლიოს უჩვენებენ, რას ნიშნავს ბრძოლა იმისთვის, რისიც გჯერა“, - თქვა ბაუერმა.

მან აღნიშნა, რომ ნატო იცავს არა მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნების მილიარდი მოსახლის ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ მათ თავისუფლებას და დემოკრატიას.

„ძალაუფლების ტექტონიკური ფირფიტები იცვლება და შედეგად ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სახიფათო გზას ვადგავართ“, - გააფრთხილა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნატოს კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად და უკრაინის გადარჩენისთვის ბრძოლაში მხარდასაჭერად საჭიროა მთელი საზოგადოების მიდგომა, თქვა ბაუერმა. „ჩვენ გვჭირდება საჯარო და კერძო ინსტიტუტები, რათა შეცვალონ თავიანთი აზროვნება: ეპოქიდან, როდესაც ყველაფერი დაგეგმილი, პროგნოზირებადი, კონტროლირებადი იყო, გადავიდნენ ეპოქაში, როდესაც ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს, როცა მოულოდნელს უნდა მოელოდე“, - დაასკვნა მან.

სწორედ ნატოს ომის სფეროში ტრანსფორმაციას განიხილავს ალიანსის სამხედრო კომიტეტი 17 იანვარს. დღის ბოლოს ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი სხდომა გენერალური შტაბის უფროსების ფორმატში გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S