Accentnews.ge
ბაშკირეთში ახალი პროტესტი აგორდა აქტივისტისთვის განაჩენის გამოცხადების ფონზე

ბაშკირეთში ახალი პროტესტი აგორდა აქტივისტისთვის განაჩენის გამოცხადების ფონზე

17/01/2024 15:01:51 მსოფლიო

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაიმაკში რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა სასამართლოს შენობასთან იმ დღეს, როდესაც 17 იანვარს აქტივისტ ფაილ ალსინოვის განაჩენი გამოცხადდა.

„ვიორსტკას“ ცნობით, სასამართლოს შენობასთან სამი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "თავისუფლება!" და "ჩვენ შენთან ვართ!". ბაიმაკში პოლიციამ სასამართლოს გზა გადაკეტა და მანქანები არ გაატარა.

სასამართლომ ფაილ ალსინოვს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დამნაშავედ ცნო ეთნიკური ნიშნით სიძულვილის გაღვივებაში, – იტყობინება პორტალი Idel.Realii. განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობასთან დაკავებები დაიწყო. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ქალაქში ინტერნეტი ითიშება.

პოლიციასა და შეკრებილ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, ხოლო ადგილზე მისულმა სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

ფაილ ალსინოვის სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო.

ალსინოვს სასჯელი თავდაპირველად 15 იანვარს უნდა გამოეტანა. იმ დღეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციების ფონზე განაჩენის გამოცხადება ორი დღით გადაიდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S