პიკასოსა და შაგალის 2010 წელს მოპარული ნახატები ბელგიაში, სარდაფში აღმოაჩინეს
17/01/2024 15:15:43 მსოფლიო
ბელგიის პოლიციამ ქალაქ ანტვერპენში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ცნობილი მხატვრების, პაბლო პიკასოს და მარკ შაგალის 2010 წელს ნახატები იპოვა,– წერს "როიტერი".
სამართალდამცველების თქმით, ნამუშევრები დაზიანებული არ არის.
პიკასოს "ტეტე" და შაგალის "მამაკაცი ლოცულობს" თელ-ავივში ერთ-ერთ კოლექციონერს მოპარეს. ნამუშევრები 900 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.
ირკვევა, რომ პოლიციას ბელგიის მოქალაქის მიერ გასაყიდად გამოტანილი ნახატების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო.
როგორც იუწყებიან, ეჭვმიტანილი დაკავებულია.


