
მედია: ჩეჩენმა ახალგაზრდამ დაკავების, წამებისა და ტყვეობის შემდეგ რუსეთიდან გაქცევა შეძლო
17/01/2024 15:26:33 კავკასია
ჩეჩნეთის მკვიდრმა რიზვან დადაევმა სექსუალური ორიენტაციის გამო დაკავების, წამებისა და სამთვიანი ტყვეობის შემდეგ რუსეთის დატოვება შესაძლო. ამის შესახებ „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“ იტყობინება კრიზისულ ჯგუფ „SK SOS“-ზე დაყრდნობით, რომელიც დადაევის ევაკუაციაში მონაწილეობდა.
2022 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა რიზვან დადაევის დაკავების შესახებ, რის შემდეგაც ის აიძულეს, კამერის წინ ეთქვა, რომ ცდილობდა სხვა მამაკაცთან შეხვედრას და მასთან სექსუალურ ურთიერთობას.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პოლიციამ დააკავა, მაგრამ „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“ წერს, რომ ესენი რეალურად გამომძალველები იყვნენ, რომლებიც დადაევს დუმილისთვის 50 ათას რუბლს ან iPhone 13-ს სთხოვდნენ, რის შედეგადაც ვიდეო ინტერნეტში გაჩნდა. ერთი კვირის შემდეგ დააკავეს დადაევი და გამომძალველებიც.
გამომძალველები სცემეს და დაადანაშაულეს ნარკოტიკების შენახვაში, ხოლო დადაევი ორიენტაციის გამო სცემეს და იმისთვის, რომ პოლიციის უფროსმა მას "ზედმეტად სუფთა" უწოდა", - წერს გამოცემა.
დადაევმა უფლებადამცველებს განუცხადა, რომ ის რამზან კადიროვის ნათესავმა დენი აიდამიროვმა სცემა, რომელიც ამჟამად ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს. ცემის შემდეგ დადაევი პოლიციის განყოფილების სარდაფში გადაიყვანეს, სადაც მან სამ თვეზე მეტი გაატარა.
ნოემბერში დადაევი, სავარაუდოდ, უფლებადამცველების განცხადების გამო გაათავისუფლეს; მისი ოჯახი ამტკიცებს, რომ ის გაათავისუფლეს რამზან კადიროვის პირადი თანხმობის შემდეგ. უფლებადამცველების თქმით, დადაევს მთელი ამ ხნის განმავლობაში ეშინოდა მათთან დაკავშირების, განმეორებითი დაკავების რისკის გამო. ევაკუაციის პროცესი 2023 წელს მისმა მეგობარმა დაიწყო. დადაევი ახლა უსაფრთხოდ არის.