ნავალნი: პუტინის რუსეთი დაინგრევა!
17/01/2024 15:36:01 მსოფლიო
პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ პუტინის სახელმწიფო "არ არის სიცოცხლისუნარიანი" და მას ნგრევას უწინასწარმეტყველებს,– წერს "როიტერი".
"პოლიგამისტები ჩვენს ქვეყანაში კონსერვატორებად იქცნენ. საბჭოთა კავშირის "კომუნისტური პარტიის" წევრები ახლა მართლმადიდებლები არიან. "ოქროს პასპორტების" და ოფშორული ანგარიშების მფლობელები ახლა აგრესიული პატრიოტები არიან... ტყუილი, ტყუილი და არაფერი ტყუილის გარდა... ის დაინგრევა და დაინგრევა. პუტინის სახელმწიფო არ არის სიცოცხლისუნარიანი. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მის ადგილს მივხედავთ და ის დაინგრევა", - წერს ნავალნი.
ნავალნის და მის მხარდამჭერებს, ისევე როგორც პუტინის რეჟიმის ყველა კრიტიკოსს რუსეთში დევნიან და ექსტრემისტებად აცხადებენ. ნავალნის თითქმის ყველა ადვოკატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ნავალნის 2023 წლის აგვისტოში რუსულმა სასამართლომ 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


