Accentnews.ge
ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს გირაო შეეფარდა

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს გირაო შეეფარდა

17/01/2024 15:44:32 სამართალი, საზოგადოება

ტყიბულის მერიის თანამშრომელი, რომელიც მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

ბრალდების მხარე, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 2000 - ლარიანი გირაოს. ძალადობის მსხვერპლმა ქალმა კაცის გათავისუფლება ითხოვა.

ბრალდებული გათავისუფლების შემდეგ სავარაუდოდ მსხვერპლებთან და საქმის მოწმეებთან დაბრუნდება.

გამოძიების თანახმად, 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S