Accentnews.ge
გერმანიამ ერთ თვეში მეორედ განაახლა უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების სია

გერმანიამ ერთ თვეში მეორედ განაახლა უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების სია

17/01/2024 17:37:56 მსოფლიო

გერმანიამ ერთ თვეში მეორედ განაახლა უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების სია. გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბერლინმა, მათ შორის, კიევში ლეოპარდ 1-ის ტანკების საბრძოლო მასალა გადაიტანა.

დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის:

8 ჯავშანტრანსპორტიორი, 25 RQ-35 Heidrun სადაზვერვო დრონი, 50 სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალი, მესაზღვრეებისთვის 5 მანქანა, 3 მანქანა (სატვირთო, მიკროავტობუსები, ყველგანმავალი მანქანები), 16 Zetros სატვირთო მანქანა, 1840 საბრძოლო ჩაფხუტი, 500 LED ფანარი.

გერმანიამ დახმარების წინა პაკეტი 4 იანვარს გამოაცხადა. იგი მოიცავდა, სხვა საკითხებთან ერთად, რაკეტებს IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, Leorard 2A6–ს საბრძოლო მასალას და 10 Marder ჯავშანტექნიკას საბრძოლო მასალითა და სათადარიგო ნაწილებით.

იანვრის დასაწყისში გერმანულმა მაუწყებელმა Deutsche Welle-მა, სოციოლოგების მონაცემებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ გერმანიაში ბოლო თვეების განმავლობაში კვლავ გაიზარდა უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის უფრო ყოვლისმომცველი მიწოდების მხარდამჭერთა რიცხვი (21%). რაც წინა მონაცემებთან შედარებით 7%-ით მეტია.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 16 იანვარს განაცხადა, რომ ბერლინი კიევს 7 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო პროდუქციას მიაწვდის 2024 წელს. მანამდე მან ევროკავშირის წევრებს მოუწოდა, წელს მეტი სამხედრო დახმარება გაუწიონ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S