Accentnews.ge
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრიტანელი მოხალისე დონბასში შეიძლება "ვაგნერელებს" მოეკლათ

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრიტანელი მოხალისე დონბასში შეიძლება "ვაგნერელებს" მოეკლათ

17/01/2024 19:18:02 მსოფლიო

28 წლის ბრიტანელი კრისტოფერ პერი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში იღებდა მონაწილეობას დონბასში და რომელიც 2023 წლის იანვარში გარდაიცვალა, შეიძლება მოეკლათ "ვაგნერის" ჯგუფის ბოევიკებს. ამის შესახებ საქმეზე სასამართლო ექსპერტმა დარენ სოლტერმა განაცხადა,– წერს BBC.

16 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, სასამართლომ დაასკვნა, რომ პერი "უკანონოდ მოკლეს უკრაინაში ჰუმანიტარული სამუშაოს შესრულებისას" 2023 წლის 7 იანვარს, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედართან ახლოს.

სოლტერმა მიუთითა ბრიტანელის მკვლელობის გარემოებების დადგენის კუთხით წარმოქმნილ აშკარა სირთულეებზე, მაგრამ დაეყრდნო "ვაგნერის" ჯგუფის მონაწილეობის „ზოგიერთ მტკიცებულებას“. საუბარია პერის ტელეფონში აღმოჩენილ შეტყობინებებზე, რომლებიც Telegram-ში მისი მკვლელობის შემდეგ გაგზავნეს.

ბრიტანელის ცხედრის სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი თავისა და სხეულის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები იყო. ამასთან, ვერ იპოვეს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გასროლა ახლო მანძილიდან განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ მოხალისე კრისტოფერ პერი თავის კოლეგასთან, ბრიტანელ ენდრიუ ბაგშოუსთან ერთად 7 იანვარს გაუჩინარდა კრამატორსკიდან სოლედარამდე გზის გასწვრივ, სადაც აქტიური ბრძოლები მიმდინარეობდა. მათი დაღუპვა მოგვიანებით დადასტურდა.

"ვაგნერთან" დაკავშირებულმა რუსულმა რესურსებმა გაავრცელეს პერის ცხედრის ამსახველი ფოტო და მას "დაქირავებული მებრძოლი" უწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S