Accentnews.ge
მოსკოვთან, პეტერბურგთან და ბელგოროდში აფეთქებები იყო

მოსკოვთან, პეტერბურგთან და ბელგოროდში აფეთქებები იყო

18/01/2024 06:10:50 მსოფლიო

გვიან ღამით აფეთქებები იყო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის და ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მახლობლად. ინფორმაცია თავდაპირველად რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა.

გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა, რომ „აღკვეთეს "კიევის რეჟიმის" მცდელობა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით "ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი დრონი მოსკოვის ოლქში „გაანადგურეს“, ერთი კი „გზად დაიჭირეს“ ლენინგრადის ოლქში.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში ჩამოაგდეს. სობიანინის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, დრონით შეტევის გამო, მუშაობა დროებით შეაჩერა პეტერბურგის საერთაშორისო აეროპორტმა „პულკოვომ“.

დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე აფეთქება იყო.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა „წარმატებით ჩამოაგდეს“ 10 უკრაინული რაკეტა. გლადკოვი ამბობს, რომ განადგურებული რაკეტების ნამსხვრევებით დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ბელგოროდის მახლობლად დაზიანებულია ორი სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზით მომარაგების სისტემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S