საფრანგეთი: უახლოეს კვირებში მივაწვდით უკრაინას 6 CAESAR-ს
18/01/2024 07:11:10 მსოფლიო
საფრანგეთი "უახლოეს კვირებში" მიაწვდის უკრაინას 6 თვითმავალ ჰაუბიცა CAESAR-ს და შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, კიდევ 72-ს, – იუწყება AFP საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
6 ჰაუბიცა, სამინისტროს განმარტებით, სექტემბერში შეუკვეთა უკრაინამ პირდაპირი კომერციული ხელშეკრულებით მწარმოებელს - ფრანგულ კომპანია Nexter-ს საკუთარი ხარჯებით. დარჩენილი იარაღის წარმოების დასაფინანსებლად ჯერ კიდევ საჭიროა "კოლექტიური დაფინანსების" მოძიება, მაგრამ მწარმოებელს აქვს საჭირო შესაძლებლობები.
"უკრაინა თავად მზადაა, ჩადოს საკუთარი რესურსების ნაწილი. მან ახლახან შეიძინა ექვსი დანადგარი საკუთარი ხარჯებით", - თქვა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა Le Parisien-თან.
მისი თქმით, იმ სიტუაციაში, როდესაც დასავლური დახმარება იწურება, საფრანგეთი ომის ეკონომიკის რეჟიმს აწესებს.
18 იანვარს უკრაინის თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში უნდა ჩასულიყო, თუმცა ბოლო მომენტში, უწყების ცნობით, ვიზიტი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა.


