ამერიკულმა ძალებმა ჰუსიტების 14 ობიექტს დაარტყეს
18/01/2024 07:40:15 მსოფლიო
აშშ-ის სამხედრო ძალებმა იემენში ჰუსიტების სამხედრო პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ამერიკელი სამხედრო წყაროს ცნობით, თავდასხმა იემენში ჰუსიტების 14 რაკეტაზე განხორციელდა, რომელიც სასროლად იყო გამზადებული.
აღნიშნული იერიში ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული მხარის მეოთხე თავდასხმაა.
აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ჰუსიტების რაკეტები მყისიერ საფრთხეს წარმოადგენდნენ წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებისა და ამერიკული სამხედრო გემებისთვის.
"ეს იერიშები, ჩვენს სხვა ნაბიჯებთან ერთად, შეამცირებს ჰუსიტების შესაძლებლობებს რომ გააგრძელონ უგუნური თავდასხმები საერთაშორისო და კომერციულ გადაზიდვებზე წითელ ზღვაში, ბაბ-ელ-მანდების სრუტეში და ადენის ყურეში" - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის შეტყობინებაში.


