Accentnews.ge
IDF: ახლა ლიბანთან ომის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე იყო

IDF: ახლა ლიბანთან ომის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე იყო

18/01/2024 08:41:04 მსოფლიო

IDF-ის შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი ამბობს, რომ ”ჩრდილოეთში ომის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე მანამდე იყო”.

ჩრდილოეთ ისრაელში მყოფ ჯარებთან საუბრისას, ლიბანში შეტევის სიმულაციური წვრთნების დროს, ჰალევმა თქვა, რომ IDF „აძლიერებს მზადყოფნას ლიბანთან საბრძოლველად, ჩვენ ბევრი გაკვეთილი მივიღეთ ღაზაში ბრძოლებიდან, ბევრი მათგანი ძალიან აქტუალურია ღაზას ბრძოლებთან."

”ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ძალიან მკაფიო მიზანს ლიბანში - დავაბრუნოთ ხალხი ჩრდილოეთში, ჩრდილოეთის ყველა თემი,” - განაცხადა მან. ჰალევს მხედველობაში ჰყავს "ჰესბოლას" თავდასხმების გამო ჩრდილოეთიდან ევაკუირებული მოსახლეობა.

„არ ვიცი, როდის [მოხდება] ომი ჩრდილოეთში. შემიძლია გითხრათ, რომ ამის ალბათობა უახლოეს თვეებში გაცილებით მაღალია, ვიდრე წარსულში იყო“, - თქვა ჰალევმა და დასძინა, „შემიძლია, გითხრათ, რომ ვფიქრობ, ჩვენ ამ პროცესში ბევრად მეტი უპირატესობებით მივდივართ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S