Accentnews.ge
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

18/01/2024 08:45:33 მსოფლიო

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 1.5%-ით გაიზარდა და ამჟამად Brent-ის ფასი 78 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი – 73 დოლარს.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 62 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ კვირაში 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა მზარდია და მომავალში იმაზე მეტი ნავთობის წარმოება იქნება საჭირო, ვიდრე ამჟამად ხორციელდება.

IEA-ის შეფასებით, გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, წელს ნავთობის დღიური წარმოება საშუალოდ 2.4 მილიონი ბარელით უნდა გაიზარდოს, თუმცა OPEC-ის წევრი სახელმწიფოები საპირისპირო ნაბიჯს დგამენ და დღიურ მიწოდებას დამატებით 1 მილიონი ბარელით ამცირებენ.

ამჟამად ნავთობის ფასს სწორედ სამომავლო მოლოდინები და მიწოდებასთან დაკავშირებით გაუარესებული პროგნოზები განსაზღვრავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S