
Forbes: საქართველო მნიშვნელოვნად ლიდერობს ქვეყნებს შორის, სადაც 2023 წელს რუსებმა ყველაზე მეტი ბიზნესი დაარეგისტრირეს
18/01/2024 10:20:50 ეკონომიკა
საქართველო დიდი მაჩვენებლით ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს: იანვრიდან დეკემბრამდე საქართველოში 13000 იურიდიული პირი დარეგისტრირდა,– იუწყება Forbes-ის რუსულენოვანი რედაქციის
გამოცემის ცნობით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა წელიწადში 6100 კომპანია შექმნეს. მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ – თითოეულში 3400 იურიდიული პირი დარეგისტრირდა.
Forbes წერს, რომ 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე საქართველოში რუსებმა 16,000 კომპანია დაარეგისტრირეს. აღსანიშნავია, რომ 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე რუსეთის მოქალაქეების სახელზე საქართველოში მხოლოდ 7,788 კომპანია იყო რეგისტრირებული.
„საქართველოში კომპანიების ასეთი მასიური გახსნის რამდენიმე მიზეზი არსებობს: გარდა რუსეთის მოქალაქეების აქტიური შემოდინებისა ქვეყანაში, ამას ხელს უწყობს ბიზნესის რეგისტრაციის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა“, - განმარტავს ვიაჩესლავ კარტამიშევი, კომპანია Finion-ის დირექტორი,"ინდმეწარმეს შეუძლია საშემოსავლო გადასახადის მხოლოდ 1% გადაიხადოს, გარდა ამისა, ქვეყანაში ბიზნესი არ იხდის დღგ-ის გადასახადს, სანამ მისი ბრუნვა წლიურად 100,000 ლარს არ მიაღწევს".
გარდა ამისა, მიის თქმით, საქართველოში რუსებს და ბელარუსებს შეუძლიათ, ლეგალურად გახსნან საბანკო ანგარიშები, მათ შორის ბიზნეს საქმიანობისთვის.