Accentnews.ge
თურნავა: ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, თუმცა რისკები მაინც არსებობს

თურნავა: ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, თუმცა რისკები მაინც არსებობს

18/01/2024 10:32:29 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამბობს, რომ ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები "მოთოკილია", თუმცა რისკები რჩება.

"ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს...

ახლა გამოწვევა ისაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ მივცეთ და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს. ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება კი ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ მეტ ნდობას ემსახურება, განსაკუთრებით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან შეუსაბამობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ",– თქვა სებ–ის ცნობით, თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე - "ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S