Accentnews.ge
მოსკოვის აეროპორტები საჰაერო საფრთხის გამო დახურეს

მოსკოვის აეროპორტები საჰაერო საფრთხის გამო დახურეს

18/01/2024 12:24:03 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლებამ შეზღუდა მოსკოვის ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტების მუშაობა. პირველმა ვერ მიიღო თვითმფრინავები, მეორემ – ვერ გაუშვა. ვნუკოვოს პრესსამსახურმა იტყობინება, რომ შეზღუდვები შემოღებულ იქნა მოსკოვის დროით 11:47 საათზე "აეროპორტის კონტროლის მიღმა მიზეზების გამო". შეზღუდვები მოიხსნა 12:30 საათზე, – იტყობინება რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS. კონკრეტულად რამ გამოიწვია შეზღუდვები, მათ არ დაუზუსტებიათ.

ტელეგრამ–არხ "ბაზას" ცნობით, ვნუკოვოში გამოცხადდა სპეციალური გეგმა, რომელსაც საჰაერო თავდაცვის ძალები ნერგავენ საზღვრის დარღვევის ან ცაში ამოუცნობი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში. მსგავს ცნობებს სხვა არხებიც ავრცელებენ.

თვითმფრინავები, რომლებიც უნდა დაშვებულიყვნენ ვნუკოვოში, გადამისამართდნენ შერემეტევოში, მაგრამ მალე ამ აეროპორტმაც შეაჩერა თვითმფრინავების მიღება. ოთხი რეისი - იჟევსკიდან, მინსკიდან, სანკტ-პეტერბურგიდან და ორენბურგიდან - ნიჟნი ნოვგოროდის ალტერნატიულ აეროდრომზე გავიდა და კიდევ რამდენიმე დარჩა მოლოდინის ზონაში.

საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ დროებითი შეზღუდვები შემოღებულ იქნა „სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. უწყებაში არ უთითებენ, რატომ გაჩნდა ეს საჭიროება. მოსკოვის დროით 14:20 საათზე შეზღუდვები მოიხსნა.

მოსკოვის აეროპორტები ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაიკეტა.

ცნობისთვის: მოსკოვთან და პეტერბურგთან 18 იანვარს აფეთქებების ხმები ისმოდა. იუწყებოდნენ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S