გენმდივნის თანაშემწე: NATO სავსებით მზადაა, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან
18/01/2024 13:28:55 მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ბორის რუგე დარწმუნებულია, რომ ალიანსი დღეს საკმარისად ძლიერია რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.
როგორც რუგემ LRT–თან აღნიშნა, რომ 2014 წლიდან, როდესაც რუსეთი პირველად შეიჭრა უკრაინაში და დაიკავა ყირიმი, ნატოს მთავარი მიზანი იყო შეკავებისა და თავდაცვის გაუმჯობესება.
”ამდენად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ ვმუშაობდით რუსეთის უკეთ შეკავებაზე და, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან თავის დაცვაზე”, - თქვა გენერალური მდივნის თანაშემწემ.
მან დასძინა, რომ რუსეთი ახლა იდენტიფიცირებულია, როგორც #1 საფრთხე ალიანსისთვის და დღეს ნატოს აქვს მთელი კომპლექსი სამხედრო გეგმების შეკავებისა და თავდაცვისთვის.
რუგემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ძალიან სერიოზულად უჭერს მხარს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე და იცავს ყოველგვარი შესაძლო აგრესიისგან.
"საბოლოოდ, ნატო, რომელსაც მალე 32 წევრი ეყოლება, არის ძალიან ძლიერი ალიანსი. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკა და მოწინავე ტექნოლოგიები. ჩვენ სავსებით შეგვიძლია, დავიცვათ თავი რუსული აგრესიისგან", - თქვა გენერალური მდივნის თანაშემწე.


