პოლონეთი ეწინააღმდეგება უკრაინის იძულებას, დაუთმოს კრემლს: საკმარისად არიან „ჯიბის ჩემბერლენები“
18/01/2024 14:21:14 მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გააკრიტიკა უკრაინის დარწმუნების იდეა, დაიწყოს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები. ამის შესახებ პოლონელმა დიპლომატმა "უკრინფორმის" ცნობით, დავოსში, უკრაინული სადილის დროს განაცხადა.
„რაც შეეხება მოლაპარაკებებს [რუსეთთან - რედ.], მინდა, გაგიზიაროთ „სიკორსკის კანონი“ საგარეო პოლიტიკაში: არასოდეს დგას "ჯიბის ჩემბერლენების" დეფიციტის პრობლემა, რომლებიც მზად არიან, გაწირონ სხვა ადამიანები, სხვისი თავისუფლება საკუთარი სიმშვიდისთვის. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ!“,– თქვა პოლონელმა დიპლომატმა.
ის გულისხმობდა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრს 1937-40 წლებში ნევილ ჩემბერლენს, ადოლფ ჰიტლერის „დაშოშმინების“ პოლიტიკის მომხრეს, მიუნხენის შეთანხმების ერთ-ერთ ხელმომწერს ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის ანექსიის შესახებ. თუმცა მისმა სტრატეგიამ ხელი არ შეუშალა მეორე მსოფლიო ომს.
სიკორსკიმ დასძინა, რომ როდესაც ვინმეს გააუპატიურებენ, მსხვერპლს არ ეუბნებიან, რომ არ არის საჭირო სიტუაციის ესკალაცია და აუცილებელია მოლაპარაკება მოძალადესთან, მასთან დასახმარებლად მიდიან.
„და, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელ ხალხთან მიმართებით? იძულებითი რუსიფიკაცია, წამება, სტაცებენ იტაცებენ. ეს არის უკრაინის მსხვერპლი. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინას შეუძლია [მოლაპარაკებებთან დაკავშირებით]“, - აღნიშნა დიპლომატმა.
სიკორსკიმ მოუწოდა დამსწრეებს, "მოიქცნენ ისე, როგორც პოლონეთში იქცევიან" - იყიდონ მანქანები უკრაინის არმიისთვის:
"ყველას მივმართავ: თუ თქვენ გაქვთ ზედმეტი 10 ათასი დოლარი და გსურთ დახმარება პიკაპის შეძენით, ის პირდაპირ ფრონტზე მიეწოდებათ მათ, ვისაც სჭირდება. ვიცნობ ადამიანს, რომელმაც ამ გზით უკვე 200 მანქანა ჩააბარა, სამჯერ მივიღე მონაწილეობა ასეთ მოგზაურობებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, რომელსაც ფრონტის ხაზზე აფასებენ“.


