Accentnews.ge
პარტიზანები: რუსებმა შავ ზღვაში კიდევ ერთი გემი დაკარგეს

პარტიზანები: რუსებმა შავ ზღვაში კიდევ ერთი გემი დაკარგეს

18/01/2024 14:59:11 მსოფლიო

რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ სევასტოპოლში ჩაიძირა სანაპირო დაცვის ხომალდი „ტარანტული“ ჩაიძინა. ეს სავარაუდოდ უკრაინის საზღვაო დრონების თავდასხმის შემდეგ მოხდა,– ამის შესახებ უკრაინული მედია პარტიზანულ მოძრაობაზე დაყრდნობთ იუწყება.

პარტიზანები ამბობენ, რომ გემი სადაზვერვო ღონისძიების დროს აღმოაჩინეს და კოორდინატებს აქვეყნებენ.

ვარაუდობენ, რომ ის ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე საზღვაო დრონებით მიტანილი იერიშის დროს ჩაიძირა.

"რუსებმა შავ ზღვაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ერთეული დაკარგეს. ყველას ვულოცავთ ამას. ეტაპობრივად განვდევნით საოკუპაციო არმიას უკრაინის ტერიტორიებიდან და აღვადგენთ სამართლიანობას", - ხაზგასმით აღნიშნა ATES-მა.

პარტიზანების თქმით, გემი უკრაინის იყო და დამპყრობლებმა 2014 წელს მოიპარეს. მას აქტიურად იყენებდნენ საბრძოლო მიზნებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S