ლატვიის პრეზიდენტი: ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზი უკრაინაა
18/01/2024 16:19:45 მსოფლიო
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა ხაზი გაუსვა უკრაინის როლს რუსეთის შეკავებაში კრემლის მიერ წარმოებული აგრესიული ომის ფონზე. ამის შესახებ Delfi იუწყება.
"შემიძლია დავეთანხმო იმ ხალხს, ვინც ბევრს ლაპარაკობდა იმაზე, რომ ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზი უკრაინაა. უმჯობესია, მადლობა გადავუხადოთ უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან, ვიდრე მათ მოუწიოთ მადლობის გადახდა ჩვენთვის", - აღნიშნა რინკევიჩმა დავოსში.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს, რაზეც რუსული პროპაგანდა და მისი ჰიბრიდული ომი მიუთითებს.
ლატვიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რიგა მზად უნდა იყოს ჰიბრიდული ომისთვის და მაგალითად, მოჰყავს ის ფაქტი, რომ ბელარუსი მიგრაციას იყენებს ლატვიის, პოლონეთისა და ლიეტუვის წინააღმდეგ:
"ჩვენ ასევე ვხედავთ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მცდელობებს, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის. ეს არის პირველი კიბერომია".


