Accentnews.ge
ზელენსკის ვიზიტის შემდეგ, შვეიცარიაზე კიბერშეტევა განხორციელდა

ზელენსკის ვიზიტის შემდეგ, შვეიცარიაზე კიბერშეტევა განხორციელდა

18/01/2024 16:50:35 მსოფლიო

შვეიცარიის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის (NCSC) ინფორმაციით, 17 იანვარს შვეიცარიის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდები ონლაინ კიბერშეტევის სამიზნე გახდა.

ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა "No Name" აიღო. ამ უკანასკნელმა შეტევის მიზეზად, დავოსში გამართულ ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორმუზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დასწრება დაასახელა.

შვეიცარიის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი აცხადებს, რომ კიბერთავდასხმა მყისიერად იქნა განეიტრალებული და ფედერალური ადმინისტრაციის სპეციალისტებმა ვებ-გვერდებზე წვდომის აღსადგენად შესაბამისი ზომები დროულად მიიღეს.

NCSC-ის სპიკერის თქმით, თავდასხმა დილის 8 საათამდე განხორციელდა, რომლის შედეგადაც დაზარალდა შვეიცარიის ფედერალური დეპარტამენტებისა და რამდენიმე ოფისის ვებ-გვერდი, მაგრამ არა ფედერალური მთავრობის ონლაინ პორტალი.

"No Name" შვეიცარიის ფედერალურ ადმინისტრაციას 2023 წლის ივნისშიც, ვოლოდიმირ ზელენსკის შვეიცარიის პარლამენტის წინაშე ონალინ გამოსვლისას, დაესხა თავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S