აშშ-მა რუსული ნავთობით მოვაჭრე კომპანია დაასანქცირა
18/01/2024 18:24:41 მსოფლიო
აშშ-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაოსნო კომპანიას სანქციები დაუწესა რუსული ნავთობის ფასების შეზღუდვის რეჟიმის დარღვევისთვის.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს სანქციები დაუწესდა კომპანია Hennesea Shipping Co Ltd-ს და მის ტანკელებს. კომპანია ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი 2022 წლის ბოლოს შეძენილი 18 ტანკერის მფლობელი.
კომპანიის ერთ-ერთ გემს, HS Atlantica-ს გადაჰქონდა რუსული წარმომავლობის ნედლი ნავთობი, რომელიც გაყიდული იყო ბარელში 60 დოლარზე, ანუ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ დაწესებულ მაქსიმალურ ფასზე, უფრო ძვირად. ამასთან, კომპანია სარგებლობდა საზღვაო სერვისების ამერიკული კომპანიის მომსახურებით, რამაც შესაძლებელი გახადა მისი პასუხისგებაში მიცემა.
ერთი ბარელი ნავთობისთვის 60 დოლარის ზღვრული ფასი დასავლეთის ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში დააწესეს უკრაინაში მიმდინარე ომის დროს კრემლის შემოსავლების შესაზღუდად.


