Accentnews.ge
დუდა: ომი დასრულდება, როდესაც რუსეთის ჯარი დატოებს უკრაინას, ნებისმიერი სხვა გამოსავალი რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს!

დუდა: ომი დასრულდება, როდესაც რუსეთის ჯარი დატოებს უკრაინას, ნებისმიერი სხვა გამოსავალი რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს!

18/01/2024 18:53:03 მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისთვის, არამედ იცავს "ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებსაც"

მისი შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომი უდიდესი სიმბოლური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობის ომია.

"თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს გაუგზავნის მკაფიო სიგნალს მთელ მსოფლიოს, მის ყველა მხარდამჭერს, გააძლიერონ თავიანთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია უშუალოდ დასავლური სამყაროს წინააღმდეგ“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მან კრემლის იმედებზეც ისაუბრა ევროპის „ომისგან გადაღლის" თაობაზე.

„მოსკოვი დარწმუნებულია, რომ დრო მის გვერდითაა, იმედოვნებს, რომ დაღლილი დასავლეთი შეზღუდავს მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერას და უბიძგებს კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ. ამიტომ, დასავლეთი უნდა მოემზადოს გრძელი მარშისთვის, რომელშიც ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, მხარს დავუჭერთ უკრაინას ბრძოლაში და დავეხმარებით მას, აღადგინოს ქვეყანა აგრესორისთვის ჩამორთმეული აქტივებითაც“, – დასძინა დუდამ და თქვა ისიც, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 60 მილიარდი დოლარისა და ევროკავშირის 50 მილიარდიანი დახმარების განბლოკვა გადამწყვეტი იქნება.

რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებს, მისი თქმით, საკუთარი მომავალი უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ. მისი აზრით კი ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარი დატოებს უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, „ნებისმიერი სხვა გამოსავალი რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს".

"გახსოვდეთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე – აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნები შეიძლება გახდნენ რუსეთის შემდეგი მსხვერპლი. რუსეთი თუ ამ ომში მოიგებს, ის თავს დაესხმება ამ ქვეყნებს. ეს რუსული იმპერიალიზმისთვისაა დამახასიათებელი ხაზგასმით აღნიშნა დუდამ და დასძინა, რომ ეს ომი უკრაინამ უნდა მოიგოს და დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინელების დასახმარებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S